ბაგინეთი,ძალისი,სამთავროს სამაროვანი

ფასიჩანართებიმარშუტიპირობებიშენიშვნა
ერთი ადამიანი
ღირებულებაში შედის:
  • ყველა ღირსშესანიშნაობა მითითებულია მარშუტში
  • ლიცენზირებული ადგილობრივი ტურისტული გიდი
  • გადაადგილების სერვისი ტურის განმავლობაში
  • სახმელეთო ტრანსპორტი,კონდიციონერით და არა მწეველი მძღოლის მომსახურებით
ტურის განმავლობაში მოინახულებთ სამ არქეოლოგიურ ძეგლს:
  • ანტიკური ხანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი, ნაქალაქარი მდებარეობს დღევანდელ სოფელ ძალისში, მუხრანის ველზე, მდინარე ნარეკვავის ორივე ნაპირზე, იდენტიფიცირებულია ქალაქ ძალისასთან, რომელსაც ახ. წ. II საუკუნის ბერძენი გეოგრაფიკლავდიოს პტოლემაიოსი „გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში“ იბერიის აღწერისას სხვა ქალაქებთან ერთად იხსენიებს.ძალისის მიდამოებში გამოვლინდა ანტიკური ხანის ნაქალაქარი. აღმოჩნდა სასახლისა და ტაძრის ნაშთები, მოზაიკიანი იატაკის მქონე აბანო, ტაძარ-სასახლის კომპლექსი, საცხოვრებელ ნაგებობათა ნაშთები, კოლექტორები, ტყვიის მილებით შედგენილი წყალსადენის ქსელი, აგურით მოკირწყლული ქუჩებისა და მოედნების ნაწილი, მოზაიკური იატაკები, შემკული მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტებითა და წარწერებით, არქიტექტურული დეტალები, თიხისა და მინის ჭურჭელი და სხვ.
  • — ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანის — ახ. წ. X საუკუნის არქეოლოგიური ძეგლი, ძვ. მცხეთის ჩრდილოეთ განაპირა მხარეს (ფართობი დაახლოებით 18 ჰა). ძეგლი აღმოჩნდა შემთხვევით, როდესაც XIX საუკუნეში დაიწყეს საქართველოს სამხედრო გზის გაყვანა სამთავროს მიდამოებში. აკლდამებში ნაპოვნი არქეოლოგიური მასალები გადაიტანეს კავკასიის მუზეუმში.
  • არმაზციხე, იგივე ბაგინეთი ძველი მცხეთის შიდაციხე მტკვრის მარჯვენა ნაპირას, ქალაქის სამხრეთ ნაწილში. მოხერხებული ადგილმდებარეობის გამო ბატონობდა მცხეთისაკენ მიმავალ გზებზე. ლეონტი მროველი ციხე-ქალაქის პირველ აღმშენებლად ქართლოსს – ქართველთა ნათესავთმთავარს ასახელებს.
    სახელწოდება “არმაზციხე” (ბერძნულ-რომაული წყაროებით: ჰარმოზიკე, ჰარმაკტიკა, ჰერმასტუს და ა. შ.) ქართლის უზენაეს წარმართულ ღვთაებას არმაზს უკავშირდება.
    გათხრები წარმოებს 1943 წლიდან. აღმოჩნდა სამი მკაფიოდ განსხვავებული კულტურის ფენა: ქვედა (არმაზციხე I) უძველესი ქალაქისა და განეკუთვნება ძვ. წ. IV-III საუკუნეებს: შუა (არმაზციხე II) – ძვ. წ. III-I სს.; ზედა (არმაზციხე III) – I და მომდევნო საუკუნეებს (მცხეთის დედაქალაქობის ხანის დასასრულამდე). გამოვლინდა მშენებლობის ორი ძირითადი საფეხური. პირველი: უმთავრესი სამშენებლო მასალ ქვათლილი და ალიზაგურია; ალიზ-აგურის კედლები ქვათლილთა საძირკვლებზეა ამოყვანილი; თვით ქვათლილები ჩასმულია კლდეში ამოკვეთილ ბუდეებში და ერთიმეორესთან ე. წ. უწყვეტითაა გადაბმული; წყობა უდუღაბოა (ძვ. ე. IV – III სს.); მეორე: მშენებლობაში გამოყენებულია დუღაბი (ძვ. წ. III საუკუნიდან).
    არმაზციხეში აღმოჩენილია გალავნის ნანგრევები, კოშკები, ბურჯები, სამეფო რეზიდენციის ნაგებობანი (სვეტებიანი დარბაზი, აბანო, ღია და დახურული წყალსადენი), სამეფო აკლდამის, მავზოლეუმის ნანგრევები, დიდი რაოდენობით ოქრო-ვერცხლის ნივთები მეფის ასულის სამარხ-სარკოფაგში (ახ. წ. II ს.). მნიშვნელოვანი საქალაქო და სამეფო ნაგებობანი გადახურული ყოფილა მცხეთური ბრტყელი გვერდებაკეცილი და ღარისებრი კრამიტით.
    2011 წლის 21 ოქტომბერს არმაზში ქართველმა არქეოლოგებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს უნიკალურ ხელნაკეთი ნაკეთობები აღმოაჩინეს.
    არმაზი დიდი ხანი იყო მეფეთა რეზიდენცია, მაგრამ VII საუკუნეში მურვან ყრუს შემოსევის დროს დიდი ზიანი მიადგა, ხოლო შემდგომი მონგოლებისა და თურქების შემოსევების შემდეგ აღარც აღდგენილა.
ღირებულებაში შედის:
  • ერთჯერადი კვება
  • ტრანსპორტირება
  • გიდის მომსახურება
  • თან იქონიეთ მზისგან დაცვის საშუალებები (სათვალე, ქუდი)
  • პლასტიკური ჭურჭელი წყლისათვის
  • ტურის ხანგრძლივობა 1 დღე
  • გიდის სალაპარაკო ენა: ქართული (მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებელია სხვა ენოვანი გიდი )
  • გამგზავრების დრო: დილის 8 საათი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *