ეკო ტური ლაგოდეხში

ფასებიჩანართებიმარშუტიპირობებიშენიშვნა
  • ერთი ადამიანი  42 ლარი

შემცველი მომსახურებები:

  • ყველა ღირსშესანიშნაობა მითითებულია მარშუტში
  • ლიცენზირებული ადგილობრივი ტურისტული გიდი
  • გადაყვანის სერვისი ქალაქი თბილისიდან ლაგოდეხში სოფ.მაწიმში
  • სახმელეთო ტრანსპორტი,კონდიციონერით და არა მწეველი მძღოლის მომსახურებით
  • 10.5 კმ, 3-4 სთ, საფეხმავლო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის

    თბილისიდან გამგზავრება ლაგოდეხის (სოფ.მაწიმის ) მიმართულებით.

    ტური იწყება სოფ. მაწიმში არსებილი საინფორმაციო ცენტრიდან და მიემართება მდინარე ,,ბნელი ხეობის” მიმართულებით. გზად გვხვდება ჯაგრცხილის კორომი, ირგვლივ ხალიჩასავით მოფენილი ხავსები, რომლებიც თითქოს ქურქივით წამოუსხამთ შიშველ ქვებს. რეალურად ქცეულ ზღაპარში მოხვედრილი გავდივართ წიფლნარის შერეულ კორომს და ვკვეთ მდ. ,,ბნელ ხევს” საიდანაც ვიწრო ბილიკით მთის კალთას შეუყვებით, რომელსაც მივყავართ საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრების მიერ აგებულ ციხე-სიმაგრესთან.

    ფეოდალური ხანის კახეთის სამეფოს თვალსაჩინო ციხე-სიმაგრე გარს შემორტყმული გალავნითა და მის შიგნით ჯერ კიდევ ამაყად მდგარი კარის ეკლესიით, მიწისქვეშა გასასვლელებით და ოდესღაც იქ მდგარი შენობების ნანგრევებით მნახველის თვალწინ აცოცხლებს უკვე დავიწყებული შორეული წარსულის სურათებს.

ღირებულებაში შედის:
  • ერთჯერადი კვება
  • ტრანსპორტირება
  • გიდის მომსახურება
გასათვალისწინებელი წინაპირობა:
  • – ჯგუფის წევრს უნდა შეეძლოს ფეხით 3-4 საათის განმავლობაში გადაადგილება
  • – ტურის დროს ეცვას სათანადო ფეხსაცმელი
  • – ჰქონდეს წყალგაუმტარი ქურთუკი
  • – თან იქონის მზისგან დაცვის საშუალებები (სათვალე, ქუდი)
  • – პლასტიკური ჭურჭელი წყლისათვის
  • ტურის ხანგძლივობა: 1 დღე
  • გამგზავრების დრო: დილის 8 საათი
  • გიდის სალაპარაკო ენა: ქართული (მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებელია სხვა ენოვანი გიდი )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *