სასარგებლო ინფორმაცია

საერთაშორისო ტიპის სასტუმროების კლასიფიკატორები

სასტუმროს ტიპები:
HV-1 – Holiday Village 1 – პირველი კატეგორიის კლუბური სასტუმრო, შეესაბამება 4*-5* სასტუმროების მომსახურების მოთხოვნებს, შედგება არც ისე დიდი ცალკე მდგომი ბუნგალოებისგან რომლებშიც დაახლოებით 2-6 ნომრამდეა განლაგებული, ტერიტორია, როგორც წესი HV-1-ში ძალიან დიდია და დაშორება ზოგიერთი სახლისა ზღვა/რესტორანიდან შეიძლება შეადგენდეს კილომეტრამდე, ნომერში არის მეტლახის იატაკი,აბაზანის მაგივრად დუში,მომსახურების რაოდენობა შეიძლება ჩამორჩებოდეს ანალოგიური კორპუსის ტიპის სასტუმროებს
HV-2 – Holiday Village 2 -კლუბური სასტუმრო მე–2 კატეგორიის, შეეფარდება 3*-4* სასტუმროების მომსახურების დონეს, განსხვავებაა HV-1-სგან ნომრების სიდიდეში, შესაძლებლობა ტელევიზორის არ ქონის და ასე შემდეგ.

სასტუმროს ნომრების ტიპები:
STANDARD – სტანდარტული ნომერი
SEA VIEW – ნომერი ზღვის ხედით
LAND VIEW – ნომერი ბაღის ხედით
SUITE – ნომერი საძინებლით და მისაღებით
Deluxe – მაღალი კლასის სასტუმრო(კერძო მომსახურეობით);
APARTMENT – 2 ოთახიანი ნომერი;
Family Roum – ოჯახური ოთახი, სტანდარტზე უფრო დიდი;
ROH – ნომერის ტიპი, რომელიც არ არის წინასწარ განსაზღვრული სად მოხვდება ტურისტი ეს ცნობილი იქნება მხოლოდ ტურისტის ადგილზე ჩასვლისას. (ჩვეულებრივ ასეთ შემთხვევაში სასტუმრო ტურისტს შეუშვებს თავისუფალ ნომერში ეს შეიძლება იყოს სტანდარტული ან მაღალი კლასის ტიპის ნომერი)
BG BUNGALOW – ეს არის სასტუმროს ძირითად შენობას მოშორებული კომფორტული კოტეჯის ტიპის შენობა.

განლაგება ნომრებში:
SNGL – ერთ ადგილიანი ნომერი
DBL – ორ ადგილიანი ნომერი
DBL+EXT BED – ორ ადგილიანი ნომერი + დამატებითი საწოლი
TRPL – სამ ადგილიანი ნომერი
QUAD – ოთხ ადგილიანი ნომერი
CHD – ბავშვი

ხედის სასტუმროს ნომრიდან:
BV (Beach view) – ზღვის (სანაპიროს) ხედი
GV (Garden view) – ბარის ხედი
LV (Land view) – ეზოს ხედი
SV (Sea view) – ზღვის ხედი
MV (Mountain view) –მთის ხედი
ROH (Run of the house) – განთავსება ოთახში ხედის დაზუსტების გარეშე

კვების სისტემების კლასიფიკაცია:
BB (BED & BREKFAST) – სასტუმროს საფასურში შედის მხოლოდ საუზმე.დამატებითი კვება შესაძლებელია დამატებითი გადასახადით სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ ბარებსა და რესტორნებში.
HB (HALF BOARD) – ღირებულებაში შედის ორჯერადი კვება საუზმე და ვახშამი
FB (FULL BOARD) – სამჯერადი კვება: საუზმე, სადილი და ვახშამი
AI (ALL INCLUSIVE) – საუზმე, სადილი და ვახშამი (შვედური მაგიდა) დღის განმავლობაში სტუმრებს თავაზობენ სასმელებს (ადგილობრივი ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური) სასტუმროს კატეგორიიდან გამომდინარე სტუმრებს ახარებენ დამატებითი კვებით. ეს შეიძლება იყოს მეორე საუზმე, გვიანი ვახშამი, მსუბუქი დესერტი, ბარბექიუ სასტუმროს ბარებში.
UAI (ULTRA ALL INCLUSIVE) – საუზმე, მეორე საუზმე, სადილი, ვახშამი, გვიანი ვახშამი (შვედური მაგიდა). დიდი არჩევანი ტკბილეულის, ყველანაირი დესერტების, ასევე დიდი არჩევანი ადგილობრივი და უცხოური წარმოების სასმელების. ULTRA ALL INCLUSIVE ტიპის სისტემით მომუშავე სასტუმროები თავიანთ სტუმრებს სთავაზობენ დამატებით უფასო კვებას სხვადასხვა მსოფლიო სამზარეულოს მქონე რესტორნებში.