ვაშლოვანის ნაკრძალი

ფასებიჩანართიმარშუტიპირობებიშენიშვნადაჯავშნაგაუქმება

ტურის ფასი დამოკიდებულია ტურისტის რაოდენობაზე!

პერიოდი:

ტურის ღირებულება:

ჯგუფი ფასი (ლარი)
1-5 ადამიანი      
1-10 ადამიანი      
1-15  ადამიანი      
1-20  ადამიანი      
  • სუკეთესო სეზონი
  • მარშრუტის სიგრძე – 550 კმ ერთი მიმართულებით
  • ტურის ხანგძლივობა – 4 დღე
  • სირთულე – საშუალო
    • 1 დღე
    •  ►თბილისი – ვაშლოვანის დაცული ტერიტორია – დედოფლისწყარო – თბილისი◄
      (ტახტითეფას ვულკანები, ხორნაბუჯის ციხე, წმინდა ელიას ეკლესია.)
    • 08:00 გასვლა თბილისიდან ვაშლოვანის მიმართულებით;
    • 10:00 ეწვევით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენრს, სადაც მიიღებთ ზოგად ინფორმაციას ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შესახებ, გაივლით რეგისტრაციას და გაეცნობით დაცულ ტერიტორიაზე ქცევის წესებს.
    • 10:30 შემდეგ გაემართებით ბუნების ძეგლის – არწივის ხეობისკენ. აქედან საფეხმავლო ბილიკი (1,5კმ) მიემართება კირქვიანი კლდეების გასწვრივ, ხეობის კალთაზე არსებული გადასახედებისკენ, საიდანაც ჩაკიდული კლდეების ფონზე მონავარდე ორბების და ხეობაში ვარდნილი ჩანჩქერების თვალიერებაა შესაძლებელი.
    • 12:00 ბუნების ძეგლს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს ხორნაბუჯის ციხესიმაგრე. მეხუთე საუკუნის ეს უმშვენიერესი ძეგლი ჯერ კიდევ არ არის სრულად შესწავლილი და ბევრ საიდუმლოს ინახავს.
    • 13:00 ტურის მონაწილეები აქვე ხორნაბუჯის ტერიტორიაზე მოწყობილ საპიკნიკეზე ისადილებთ.
    • 17:00 შემდეგ გაემგზავრებით ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმართულებით, გაივლით ცენტრალურ შესასვლელს და სასაზღვრო პოლიციის საკონტროლო პუნქტს, სადაც მოხდება სასაზღვრო ზოლში შესვლის რეგისტრაცია. გზად დაათვალიერებთ ეროვნული პარკის არიდულ ფართოფოთლოვან ტყესა და გაშლილ ველებს, დააკვირდებით ფრინველებს.
    • 23:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით
ღირებულებაში შედის:
    • ტრანსპორტი ტურის განმავლობაში
    • გიდის მომსახურება დღის განმავლობაში
    • ჯგუფური ფოტოების გადაღება

ღირებულებაში არ შედის:

      •  სადილი (რესტორნებში)
      • ალკოჰოლური სასმელები
      • სამოგზაურო დაზღვევა (სურვილის შემთხვევაში შგვიძლია უზრუნველგყოთ აღნიშნული სერვისით)

ყურადღება:

      • ტურში მონაწილეს უნდა შეეძლოს დიდი მანძლის ფეხით გავლა
      • თან უნდა იქონიოს წყლის პატარა ბოთლი ან ჭურჭელი, რათა გადატვირთული დღის მანძილზე შეძლოს
        მიიღოს რაც შეიძლება მეტი სითხე.
      • აუცილებლად უნდა ეცვას დაბალი და კომფორტული ფეხსაცმელები
      • ტანსაცმელში თავისუფლად უნდა გრძნობდეთ თავს და არ უნდა გიშლიდეთ აქტივოვების შესრულებაში
      • თან უნდა იქონიოთ მზისგან დამცავი ქუდი
  • ტურის დასაჯვშნა ხდება ნებისმიერ დროს.

მოგვაწოდეთ შემდეგი დეტალები: 

  • სახელი და გვარი
  • საკონტაქტო ელ.ფოსტა და ტელეფონის ნომერი
  • დამსვენებელთა რაოდენობა
  • არასრულწლოვანი ბავშვების შემთხვევაში მათი ასაკი
  • ან გავიკავშირდით:
  • LTD Free Travel
  • დ. აღმაშენებლის გამზ. N175, თბილისი, 0112, საქართველო.
  • ✆: +995 32 2347640
  • ✆: +995 599 078605
  • ელ.ფოსტა: info@freetravel.ge
  • ვებ.გვერდი: www.freetravel.ge                                                                                                                                    
  • ტურაგენტი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ტურისტული პაკეტის შეძენაზე.ასეთ შემთხვევაში ტუროპერატორი ჯარიმის სახით იტოვებს ტურაგენტის მიერ გადახდილი თანხის ნაწილს.
  • ტურაგენტის ან ტურისტის მიერ შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში ტუროპერატორი საჯარიმო სანქციის სახით იტოვებს თანხას შემდეგი პროპორციის მიხედვით.

    ტურის დაწყებამდე : 25-30 დღის ვადაში სრული თანხა ანაზღაურებას ექვემდებარება

    ტურის დაწყებამდე:

    20-25 დღის ვადაში-სრული თანხის 30%

    14-19 დღის ვადაში-სრული თანხის 50%

    10 დღის ან ნაკლებ ვადაში-სრული თანხის 100%

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *